ჰარი კეინი 3 თვე ვერ ითამაშებს

ჰარი კეინი 3 თვე ვერ ითამაშებსტოტენჰემის ფორვარდმა და მთავარმა ლიდერმა ჰარი კეინმა ბარძაყის საკმაოდ სერიოზული ტრავმა მიიღო, რის გამოც მას შესაძლოა ოპერაციაც დასჭირდეს. კეინს ეს ტრავმა ადრე უკვე აწუხებდა და ამჯერად საქმე უფრო სერიოზულად არის.

წინასწარი პროგნოზით კეინი 3 თვეს გამოტოვებს და მოედანზე მხოლოდ აპრილის შუა რიცხვებში დაბრუნდება. კეინის ტრავმა ტოტენჰემისთვის სერიოზული პრობლემა იქნება, რადგან მის გარეშე გუნდს უჭირს გოლების გატანა.