კიკე სეტიენი: ”იბიცასთან თამაშით კმაყოფილი არ ვარ”

კიკე სეტიენი: ”იბიცასთან თამაშით კმაყოფილი არ ვარ”ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა კიკე სეტიენმა ესპანეთის თასზე იბიცას წინააღმდეგ შეხვედრაზე ისაუბრა და თქვა რომ ის თავისი გუნდისგან უფრო მეტს ელოდა. ბარსელონამ მესამე დივიზიონის გუნდი, მხოლოდ გრიზმანის ბოლო წუთზე გატანილი გოლის წყალობით დაამარცხა:

”პირველ ტაიმში ჩემი გუნდის თამაში არ მომეწონა. ბურთს ხშირად ვკარგავდით და მეტოქეს შეტევის კარგი შანსი ეძლეოდა. მეორე ტაიმში თამაშის ხარისხი გამოვასწორეთ და ამან შედეგი მოიტანა. უნდა აღვნიშნო იბიცას კარგი თამაში. ისინი მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ”.