კიკე სეტიენი: ”თამაშის ხარისხით კმაყოფილი ვარ”

კიკე სეტიენი: ”თამაშის ხარისხით კმაყოფილი ვარ”ბარსელონას ახალმა მთავარმა მწვრთნელმა კიკე სეტიენმა გრანადასთან მატჩის შემდეგ განაცხადა რომ ის თამაშის ხარისხით კმაყოფილია, თუმცა გუნდს კიდევ ბევრი აქვს სამუშაო, იმისთვის რომ ოპტიმალურ ფორმაში შევიდეს:

”მესიმ გააკეთა ის, რასაც 10 წელზე მეტია აკეთებს და მან თამაში მოგვაგებინა. ბურთს კარგად ვაკონტროლებდით, თუმცა მეტოქეს მაინც მივეცით რამდენიმე შანსი, რაზეც მომავალში უნდა ვიმუშაოთ. მე მიყვარს, როდესაც ჩემი გუნდი ბურთს აკონტროლებს და მომავალშიც აქცენტს ამაზე გავაკეთებთ”.

ბარსელონამ გრანადა 1:0 დაამარცხა.