კიკე სეტიენმა ბარსელონაზე პირველი კომენტარი გააკეთა

კიკე სეტიენმა ბარსელონაზე პირველი კომენტარი გააკეთაბარსელონას ახალმა მთავარმა მწვრთნელმა კიკე სეტიენმა გუნდთან ერთად უკვე ჩაატარა პირველი ვარჯიში და მცირე კომენტარიც გააკეთა. სეტიენის თქმით ის ბარსელონას შემტევ ფეხბურთს ათამაშებს და მოუთმენლად ელის პირველ შეხვედრას:

”ბარსელონა ყოველთვის შემტევ ფეხბურთს თამაშობდა და ჩემი სამწვრთნელო ფსიქოლოგიაც სწორედ ასეთია. მადლობას ვუხდი ბარსელონას ნდობისთვის და იმედი მაქვს ერთად ბევრ წარმატებას მივაღწევთ”. სეტიენის ბოლო გუნდი ბეტისი იყო, რომელიც 2018 წელს მან ევროპის ლიგაზე გაიყვანა.