ნიკა ქავთარაძემ ფეისბუქში დაწერა:
”ეს კადრი ღამის 4 საათზეა გადაღებული 😉
წარმოუდგენლად მაგარი გუნდი მუშაობდა მთელი კვირა ბაკურიანში.
6 დღეში 25 სცენა გადავიღეთ. და თუ ვინმე ითვლით ხოლმე თითო სერიაში რამდენი სცენაა, მიხვდებით, რომ ეს არის ძალიან ბევრი.
ყველას დიდი მადლობა <3
ასეთ დაძაბულ და დატვირთულ გრაფიკში პირველად ვნახე ნამდვილი გუნდი. ერთმანეთზე და საკუთარ საქმეზე შეყვარებული გოგო-ბიჭები <3
განსაკუთრებული მადლობას იმსახურებს Paata Meishvili – რეჟისორი, რომელთან ერთადაც ამ სეზონში გადავიღეთ “ელვირის სცენების” 95%.
ძალიან მიყვარხართ, მეგობრებო! <3”