რუსეთის სასტუმროში ცხელი წყლის მილის გასკდომას 5 ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთის სასტუმროში ცხელი წყლის მილის გასკდომას 5 ადამიანი ემსხვერპლარუსეთში, ქალაქ პერმში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში ცხელი წყლის მილი გასკდა, რის შედეგედაც 5 ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, 3 ადამიანი მძიმე დამწვრობით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მედიის ცნობით, სასტუმროს იატაკი მდუღარე წყლით დაიტბორა. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.