რუსთავში CO-თი 2 ადამიანი გარდაიცვალა.
უბედური შემთხვევა ლეონიძის ქუჩაზე მოხდა, 54 და 58 წლის მშობლები ბუნებრივი აირის ნამწვით გაგუდულები შვილმა ნახა.
“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით ახალგაზრდა ქალი სხვა ოთახში იმყოფებოდა, დილით კი მშობლები გარდაცვლილები დახვდა.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.