სადიო მანე აფრიკის წლის ფეხბურთელი გახდა

სადიო მანე აფრიკის წლის ფეხბურთელი გახდალივერპულის ფორვარდი სადიო მანე აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მას ჯილდო შარშანდელმა გამარჯვებულმა მოჰამედ სალაჰმა გადასცა. მეორე ადგილზე კი მანჩესტერ სიტის შემტევი ნახევარმცველი რიად მარეზი გავიდა. მანემ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს ვინც მას გვერდში ედგა და თქვა რომ ის ამ ჯილდოთი ამაყობს.

მანემ არც თავისი თანაგუნდელები დაივიწყა და თქვა რომ მათ გარეშე ის ვერასოდეს მიიღებდა ამ ჯილდოს. წლევანდელ სეზონში მანე ჯერჯერობით ლივერპულის საუკეთესო ბომბარდირია.