სტივენ ჯერარდი: ”ვწუხვარ რომ კლოპთან მუშაობა არ მომიწია”

სტივენ ჯერარდი: ”ვწუხვარ რომ კლოპთან მუშაობა არ მომიწია”ლივერპულის ყოფილმა კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა იურგენ კლოპზე ისაუბრა და თქვა რომ ის ლივერპულის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მწვრთნელია. ჯერარდის აზრით კლოპმა გუნდთან ერთად უკვე ძალიან ბევრს მიაღწია:

”სამწუხაროა რომ როდესაც კლოპი მოვიდა, უკვე გუნდში აღარ ვიყავი, მაგრამ ლივერპულის ყურება ძალიან მსიამოვნებს, როდესაც გუნდის ასეთ პროგრესს ვხედავ. მინდა რომ ლივერპულმა პრემიერ ლიგა მოიგოს და ეს შვებას მომგვრის. ლივერპულში მთელი ცხოვრება გავატარე და ეს გუნდი ჩემთვის განსაკუთრებულია”.