ავარია სოფელ ნახშირღელეში – 1 ადამიანი დაშავდა

ავარია სოფელ ნახშირღელეში - 1 ადამიანი დაშავდათერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელეში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულია მძღოლი, რომელმაც დაზიანება ფეხზე მიიღო.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები იმყოფებიან.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

რუსთავი 2