ბარსელონას ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა ფრენკი დე იონგმა ესპანეთში მომუშავე მსაჯები გააკრიტიკა და თქვა რომ ისინი ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე არ არიან. დე იონგის აზრით ბეტისთან მატჩში მსაჯებმა ბარსელონას საწინააღმდეგოდ შეცდომები დაუშვეს:
”არ მიყვარს მსაჯების კრიტიკა, რადგან ვთვლი რომ ფეხბურთელმა თავისი საქმე უნდა აკეთოს, მაგრამ აშკარაა რომ ბეტისთან შეხვედრაში მსაჯმა მესიზე აშკარა პენალტი არ დანიშნა. ვფიქრობ მსგავსი შეცდომები არბიტრს არ უნდა მოსდიოდეს”. ბეტისი ბარსელონამ სტუმრად 3:2 დაამარცხა.

