ეკა ხერხეულიძემ 1992 წლის 2 თებერვალს თბილისში მშვიდობიანი მიტინგის დახვრეტა ფეისბუქში ასე გაიხსენა:
”როგორც არ უნდა მოვინდომო მაინც ვერ გადმოვცემ რა განცდაა შიშველი ხელებით სიკვდილის პირისპირ დგომა. იარაღად მხოლოდ სიმართლეს აღიარებ, გხვრეტენ,გთელავენ და დანარჩენი, ამ სისასტიკეს გაყუჩებული საქართველო მიზეზს ეძებს ახსნას რატომ ვერ “ხედავს” დაუფარავ ძალმომრეობას.
მიყვარს თავისუფლებისთვის მებრძოლი ეს ყველაზე უშიშარი ხალხი, რომელთაც საკუთარი გამბედაობით ლაჩრებსაც სამოქალაქო პოზიციის ვალდებულება ასწავლეს.
1992 წლის 2 თებერვალი. თბილისის ცენტრში 23 დახვრეტილი და 180 ზე მეტი დაჭრილი უსახელო გმირის ისტორია
Ana Alania შენ მეორედ დაბადებას გილოცავ, მაინც არ მჯერა,რომ ეს გადავიტანეთ❤️
https://www.facebook.com/eka.kherkheulidze.9/videos/625283794950577/