გერმანიის ქალაქ ჰანაუში, რომელიც ფრანკფურტთან ახლოს მდებარეობს, სროლა იყო, რის შედეგადაც დაღუპულია 9 ადამიანი, – ამის შესახებ ინფორმაციას მედიასაშუალებები ადგილობრივ სამართალდამცავებზე დაყრდნობით ავრცელებენ.
მათივე ინფორმაციით, სროლა ორ ლოკაციაზე განხორციელდა, რომლის დროსაც შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი ჩილიმ ბარებს გაუხსნეს და გაიქცნენ.
ქალაქში მობილიზებული იყვნენ პოლიცია და სპეცდანიშნულების ძალები, გადაიკეტა 2 ქუჩა. ძებნა-დაკავების ღონისძიებაში ჩართული იყო ვერტმფრენები.
შეტევიდან რამდენიმე საათში სროლაში ეჭვმიტანილი 1 მამაკაცი საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს. იმავე სახლში პოლიციამ მეორე მამაკაცის გვამი იპოვა.

