გუდაურში მამაკაცი მოკლეს – 1 პირი მძიმედაა დაჭრილი

გუდაურში მამაკაცი მოკლეს - 1 პირი მძიმედაა დაჭრილიგუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. მკვლელობა გამთენიისას ე.წ. ახალი გუდაურის ტერიტორიაზე მოხდა.

ინციდენტში მონაწილე პირები სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

გარდაცვლილია ერთი პირი, ერთი კი მძიმედაა დაჭრილი და კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც მოკლული, ასევე მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავე საქართველოს მოქალაქეები არიან.

დანაშაული ცეცხლსასროლი იარაღითა არის ჩადენილი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირი კი უკვე დადგენილია.

შსს-ში აცხადებენ, რომ მის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.