იაპონიაში სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები მარტის ბოლომდე დაიკეტება

იაპონიაში სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები მარტის ბოლომდე დაიკეტებაიაპონიის პრემიერ-მინისტრის შინზო აბეს განცხადებით, დაწყებითი, საშუალო და უმაღლესი სასწავლებლები ორშაბათიდან მარტის ბოლომდე დაიხურება.

აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო მიიღო.

როგორც ცნობილია, იაპონიაში კორონავირუსით 800-ზე მეტი პირი დაინფიცირდა. მათ შორის 700 ადამიანი საკრუიზო გემ, Diamond Princess-ის მგზავრები არიან.

იპნ