ხერარდ პიკე: ”ახლა კონფლიქტების დრო არ არის”

ხერარდ პიკე: ”ახლა კონფლიქტების დრო არ არის”ბარსელონას ერთ-ერთმა ლიდერმა ხერარდ პიკემ განაცხადა რომ ახლა ბარსელონას რთული პერიოდი აქვს, ამიტომ კონფლიქტების დრო არ არის და საჭიროა გუნდი გაერთიანდეს. მხოლოდ ამ შემთხვევაში არის შესაძლებელი შედეგის მიღწევა:

”ბოლო პერიოდში გუნდში ყველაფერი რიგზე არ არის და ეს მოედანზეც ჩანს. უნდა დავივიწყოთ პირადი წყენები და გავერთიანდეთ, რადგან სხვანაირად არ შეიძლება. ბარსელონას ამ სეზონში შეუძლია ტიტულების მოგება”. ხუთსაბათს ბარსელონამ ატლეტიკთან 1:0 წააგო და ესპანეთის თასს გამოეთიშა.