ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა კიკე სეტიენმა განაცხადა რომ ის თავისი გუნდის თამაშით ლევანტეს წინააღმდეგ კმაყოფილია, თუმცა მას არ მოეწონა ის ფაქტი, რომ ბარსელონამ ბოლოში გოლი გაუშვა:
”თამაშს კარგად ვაკონტროლებდით, თუმცა მეტოქემაც შეძლო მომენტების შექმნა და გოლის გატანა, რაც არ მომეწონა და დაცვაზე მეტი უნდა ვიმუშაოთ. მთლიანობაში გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ და მომავალში უფრო მოვუმატებთ”. ბარსელონამ ლევანტე 2:1 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში ისინი მეორე ადგილს იკავებენ.

