მამა მაღაზიაში გავიდა, დედას და შვილებს ეძინათ, ბუხარი ანთებული იყო – ბაღდათში დაღუპულები გველესიანები არიან

მამა მაღაზიაში გავიდა, დედას და შვილებს ეძინათ, ბუხარი ანთებული იყო - ბაღდათში დაღუპულები გველესიანები არიანბაღდათში ხანძრის დროს გარდაცვლილი ბავშვების ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა. 2 გოგო და 2 ბიჭი – ბავშვები, რომლებიც უკიდურეს გაჭირვებაში იზრდებოდნენ.

დაღუპულები გვარად გველესიანები არიან. ისინი ამ ძველ სახლში თვითნებურად მას შემდეგ შესახლდნენ, რაც ოჯახის დიასახლისს ძმა გარდაეცვალა და ძველ სახლში ვეღარ ჩერდებოდა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ცეცხლის გაჩენის მომენტში მეუღლე მაღაზიაში იყო. როგორც ის თანასოფლელებთან აცხადებს, ცოლ-შვილი სახლში დაძინებული დატოვა, ბუხარი კი – ანთებული.

მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო.

პრაიმ ტაიმი