ნინო ჯანგირაშვილმა ფეისბუქში დაწერა:
”მოკლედ, სანამ მერაბიშვილი დამაჯერებლად არ ამიხსნის, რატომ იყო ქვეყნის წარმატებისთვის, პოლიციის რეფორმისთვის და კრიმინალთან ბრძოლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მაგალითად, ჩემი სახლის სამზარეულოს მოსმენაზე აყვანა, მანამდე ნება მიბოძეთ ეჭვქვეშ დავაყენო მისი განუზომელი პოტენციალი ივანიშვილის დამარცხების და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საქმეში. “ახლა რა დროს ეგ არის“ სასტავთან ბოდიში, მე მაპატიეთ, რომ ვანოში გმირს კი არა გაქუცულ და კომიკურ ყოფილ შავრაზმელს ვხედავ. რა თქმა უნდა, ჯანმრთელობას ვუსურვებ და პოლიტიკის მიღმა კარგად ყოფნას. არ ვარ ბოღმა.”