ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, ჩვენი საქმეა, ამერიკა პირველ რიგში დავაყენოთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესის წინაშე ყოველწლიური სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ხალხი არის ჩვენი ქვეყნის გული, მათი ოცნებები – ჩვენი ქვეყნის სულია, მათი სიყვარული კი ისაა, რაც აძლიერებს და აცოცხლებს ჩვენს ქვეყანას,“- განაცხადა ტრამპმა.
სიტყვით გამოსვლის პირველ ნაწილში პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა მისი ადმინისტრაციის მიღწევებზე, მათ შორის შეერთებული შტატების ეკონომიკურ აღმავლობაზე, უმუშევრობის დონის შემცირებაზე.
დონალდ ტრამპის მტკიცებით, მისი გაპრეზიდენტების პერიოდში ქვეყანაში 7 მილიონი სამუშაო ადგილი შეიქმნა. მისივე თქმით, წინა ორი ადმინისტრაციის დროს აშშ-მ 60.000 ქარხანა დაკარგა, მისი გაპრეზიდენტების შემდეგ კი ქვეყანას 12.000 ქარხანა დაემატა.
აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, “დემოკრატმა” ნენსი პელოსიმ დონალდ ტრამპის კონგრესში სიტყვით გამოსვლის შემდეგ პრეზიდენტის მიმართვის ტექსტის ასლი დახია.
მანამდე კი, სიტყვით გამოსვლის დაწყებამდე, დონალდ ტრამპმა ნენსი პელოსის ხელი არ ჩამოართვა.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის მიმართვა მის წინააღმდეგ მიმდინარე, პელოსის მიერ ინიცირებული იმპიჩმენტის პროცედურის ბოლო ეტაპს ემთხვევა.
იპნ

