ჩელსის მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ლამპარდმა ბაიერნთან დაპირისპირებაზე ისაუბრა და თქვა, რომ მისმა გუნდმა შეხვედრა პირწმინდად წააგო. ლამპარდის აზრით მის ფეხბურთელებს უბრალოდ გამოცდილება არ ეყოთ:
”ბაიერნმა შეცდომები არ გვაპატია და ეს გასაკვირი არ არის, რადგან მათ ძალიან მაღალი დონის შემსრულებლები ჰყავთ. პირველი ტაიმი ცუდად არ გვითამაშია, თუმცა მეორეში უკვე აღარაფერი გამოგვდიოდა, ამიტომ შედეგი ლოგიკურია. მიუნხენში რამის შეცვლა ძალიან გაგვიჭირდება”. ჩელსიმ ბაიერნთან 0:3 წააგო.

