აიოვაში დემოკრატიული პარტიის კოკუსი გაიმართა. ასე უწოდებენ პარტიის წევრთა სხდომას, რომლის დროსაც უნდა გამოიკვეთოს კანდიდატი, რომელიც ხსნებული პარტიიდან პრეზიდენტობაზე კენჭს იყრის.
აიოვას კოკუსი ფრიად მოულოდნელი შედეგებით დასრულდა. პირველ ადგილზე პიტ ბუტიჯიგი გავიდა, მეორეზე – ბარნი სანდერსი. მათ დემოკრატების ადრინდელ ფავორიტს ჯო ბაიდენს გადაასწრეს.
ბუტიჯიგი (დაბ. 1982 წელს) აშშ-ს სამხედრო საზღვაო დაზვერვის ყოფილი ოფოცერია (წოდება ლეიტენანტი).
თავის დროზე ჰარვარდის უნივერსიტეტი დაამთავრა. იყო სანდ ბენდის მერი. როგორც დემოკრატიული პარტიის წევრთა უმრავლესობა, ბუტიჯიგიც გამოდის სიღარიბის წინააღმდეგ, მხარს უჭერს ყველასთვის ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სისტემის შექმნას და ა.შ.