საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე შეხვედრაში სერბეთის ნაკრები 94-90 დაამარცხა.
პირველი ტაიმი მასპინძლებმა ანგარიშით 48-41 მოიგეს, თუმცა მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრებმა ანგარიშის გათანაბრება და წინ გასვლა მოახერხა. შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე საქართველოს ნაკრების წევრი თად მაკფადენი გახდა, რომელმაც 33 ქულა დააგროვა. გიორგი შერმადინმა კი ორმაგი დუბლი შეასრულა.
შემდეგ მატჩს საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში საქართველოს ნაკრები უკვე ნოემბერში გამართავს.
საქართველოს, როგორც ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელს, ევროპის ჩემპიონატზე თამაში გარანტირებული აქვს.

