ლივერპულის სენეგალელმა ფორვარდმა სადიო მანემ ტრავმა მოიშუშა და ის მზად არის მოედანზე 90 წუთი ითამაშოს. მანემ მცირე ტრავმა აწუხებდა, რის გამოც მან რამდენიმე შეხვედრა გამოტოვა, მაგრამ მისი არყოფნა ლივერპულს არ დატყობია და იურგენ კლოპის გუნდი კვლავინდებურად აგრძელებს მოგებების სერიას.
18 თებერვალს ლივერპული ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ შეხვედრას გამართავს სტუმრად ატლეტიკოსთან და იმ მატჩში მანე ლივერპულს აუცილებლად დასჭირდება. სადიო მანეს ანგარიშზე წლევანდელ სეზონში 12 გატანილი გოლია.

