სტამბოლში ავიაკომპანია პეგასუსის თვითმფრინავი ბოინგი 737-800 დაშვებისას ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა. თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა და რამდენიმე ნაწილად გაიხლიჩა.
ინციდენტი საბიჰა გოქჩენის სახელობის აეროპორტში მოხდა. თვითმფრინავი იზმირი-სტამბოლის რეისს ასრულებდა. მგზავრები ამ დროისთვის ევაკუირებული არიან. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
ადგილზე მობილიზებული არიან მეხანძრეები, სასწრაფო და სამაშველო ჯგუფები. მომხდარის გამო აეროპორტი დროებით დაიხურა.