სტამბოლის აეროპორტში იზმირი-სტამბოლის ბორტის ხევში ჩავარდნის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 179 კი – დაშავდა

სტამბოლის აეროპორტში იზმირი-სტამბოლის ბორტის ხევში ჩავარდნის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 179 კი - დაშავდასტამბოლის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 179 კი დაშავდა.

„ევაკუირებული ადამიანებიდან 3 ინციდენტის დროს მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა, მკურნალობას 179 ადამიანი გადის,“- განაცხადა თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეტინ კოჩამ.

შეგახსენებთ, გუშინ ავიაკომპანია „პეგასუსის ავიახაზების“ კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი „ბოინგ 737-800“ სტამბოლის საბიჰა გოქჩენის აეროპორტში დაფრენის დროს მოცურდა, რის გამოც ხევში ჩავარდა, სამ ნაწილად გაიყო და ცეცხლი გაუჩნდა.

თვითმფრინავი იზმირი-სტამბოლის რეისს ასრულებდა.

იპნ