წულუკიანი: ბოკერია თითს აქნევდა და გვეუბნებოდა რომ ქვა-ქვაზე არ დარჩებოდა 

წულუკიანი: ბოკერია თითს აქნევდა და გვეუბნებოდა რომ ქვა-ქვაზე არ დარჩებოდა იუსტიციის მინისტრი, ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი ირწმუნება, რომ ხელისუფლებასთან ერთ-ერთ შეხვედრაზე ევროპული საქართველოს ლიდეწრი გიგა ბოკერია, “ქართულ ოცნებას” ემუქრებოდა, რომ თუ ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ საარჩევნო სისტემას არ დათანხმდებოდნენ “ქვეყანაში ქვა-ქვაზე არ დარჩებოდა”.

მისი თქმით, ოდირის დასკვნის შემდეგ, ოპოზიცია სამარცხვინო მდგომარეობაშია. ოპოზიციამ უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა სახალხო დამცველიც, რომელსაც დოკუმენტი გაააგზავნინეს ოდირში.