ზიდანი: ”უკვე მომავალ შეხვედრაზე ვფიქრობ”

ზიდანი: ”უკვე მომავალ შეხვედრაზე ვფიქრობ”ზინედინ ზიდანმა რეალის ესპანეთის თასიდან გამოვარდნის შემდეგ თქვა რომ ეს შედეგი მისმა გუნდმა მალე უნდა დაივიწყოს და მომავალ შეხვედრაზე იფიქროს. რეალი საკუთარ მოედანზე რეალ სოსიედადთან დამარცხდა 3:4 და ესპანეთის თასს მეოთხედფინალში გამოეთიშა:

”ეს მარცხი რთულად მისაღებია, რადგან ჩვენ საკუთარ მოედანზე ვთამაშობდით, მაგრამ მეტოქემ გამარჯვება დაიმსახურა და მას ეს უნდა მივულოცოთ. ჩვენ მხოლოდ წინ უნდა ვიყურებოდეთ და შემდეგი მატჩი ოსასუნასთან ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ჩვენ უკვე მასზე ვფიქრობთ”.