აშშ-ის შემოსავლების სამსახურმა კორონავირუსის გამო, საგადასახადო დეკლარაციების წარდგენის ვადა 15 ივლისამდე გადაავადა.
შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიხედვით, შესაბამისად გადაიწია გადასახადის გადახდის ვადა ქვეყნის ყველა გადამხდელისთვის, ყოველგვარი ჯარიმისა და დამატებითი დარიცხვების გარეშე. ამისთვის მოქალაქეებს არ სჭირდებათ გადავადების შესახებ სპეციალური მიმართვის გაკეთება.
გადასახადების გადავადება 13 მარტს, დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი საგანგებო განკარგულების მიხედვით მოხდა.
ნიუპოსტი

