ბარსელონას ფეხბურთელები კიკე სეტიენს არ ენდობიან

ბარსელონას ფეხბურთელები კიკე სეტიენს არ ენდობიანესპანურ მედიაში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებ რომ ბარსელონას ფეხბურთელები კიკე სეტიენს საკმარის პატივს არ სცემენ და მას არ ენდობიან. რა თქმა უნდა ეს ოფიციალურად არავის დაუდასტურებია, მაგრამ წყაროს ცნობით რეალთან წაგებას ფეხბურთელები სეტიენს აბრალებენ.

განსაკუთრებით ეს არტურო ვიდალს ეხება, რომელიც სეტიენმა შეცვალა მატჩის დროს და ვიდალი ამის გამო ძალიან უკმაყოფილო დარჩა. გარდა ამისა, ბარსელონას ფეხბურთელები თვლიან რომ სეტიენი მხოლოდ ზაფხულამდე იმუშავებს და გუნდს ზაფხულში ახალი მწვრთნელი ეყოლება.