შერჩევითი კარანტინი და პრივილეგირებული მგზავრები. მიუხედავად იმისა რომ ამ წუთებში პარიზი-თბილისის თვითმფრინავის რეისის ყველა მგზავრი, კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად კარანტინში გადაჰყვათ, მათ შორის არ არის ოლიგარქის უფროსი ვაჟი, უტა ივანიშვილი, რომელმაც საფრანგეთის დედაქალაქიდან მათთან ერთად იმგზავრა.
არადა, საქართველოს ხელისუფლების განკარგულებით, საფრანგეთი, გერმანია, იტალია ის ქვეყნებია, საიდანაც საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრისათვის 2 კვირიანი კარანტინის გავლა აუცილებელია.
თუმცა, როგორც ჩანს, ეს განკარგულება არ ეხება ივანიშვილის ოჯახის წევრს, ამ შემთხვევაში, უტა ივანიშვილს, რომელიც პარიზიდან ჩამოფრინდა, მაგრამ მგზავრებთან ერთად, რომლებიც ავტობუსებში გადაანაწილეს კარანტინში გადასაყვანად, აღარ იმყოფება.
უტა ივანიშვილი მოულოდნელად გაქრა.
ის, რომ ოლიგარქის შვილი ნამდვილად იმყოფებოდა პარიზი-თბილისის ბორტზე, დაადასტურა სამოქალაქო აქტივისტმა, მარიამ გეგუჩაძემ.
ხმები იმის შესახებ რომ საქართველოს აეროპორტებში ჩაწყობები მოქმედებს და მთავრობის ოჯახის წევრები კარანტინში არ გადაჰყავთ, ინტენსიურად ვრცელდებოდა, რაც როგორც ამ მომენტისთვის ჩანს, უტა ივანიშვილის გაუჩინარების ფაქტმაც დაადასტურა.
პრესა.ჯი