დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტს ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა.
პრემიერი დაუნინგ სთრითზე იზოლაციაში იმყოფება. მას ვირუსის მსუბუქად გამოხატული ნიშნები აქვს. ცოტა ხნის წინ პრემიერმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ის თვითიზოლაციაშია.
„ბოლო 24 საათის მანძილზე მსუბუქი სიმპტომები გამომივლინდა და ტესტმა დადებითი აჩვენა. ახლა თვითიზოლაციაში ვიმყოფები, თუმცა ვაგრძელებ მუშაობას, რომ შევებრძოლოთ კორონავირუსს“,-დაწერა ჯონსონმა.
კორონავირუსი დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანს, მეთ ჰენქოქსაც დაუდგინდა.
„მირჩიეს კორონავირუსზე ტესტი გამეკეთებინა და დადებითი პასუხი მოვიდა“,- დაწერა ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.
გუშინ კორონავირუსი უელსის პრინც ჩარლზსაც დაუდგინდა.

