ესპანეთში ამ დროისთვის კორონავირუსით 6.043 ადამიანის დაავადებაა დაფიქსირებული.
მათგან გარდაცვლილია 191, გამოჯანმრთელებული – 517.
დანარჩენი 5.335 პაციენტის მდგომარეობა ასეთია:
5.042 ადამიანის, ანუ 95%-ის მდგომარეობა საშუალო ან მსუბუქი სიმძიმისაა, დარჩენილი 5%-ის, ანუ 293 პაციენტის – მძიმე ან კრიტიკული.
ორშაბათიდან ესპანეთის მთავრობა ზომების გამკაცრებას აპირებს – მოსახლეობას სახლიდან გამოსვლა მხოლოდ სამუშაოზე წასასვლელად, საყიდლებზე ან განსაკუთრებულ შემთხვევებში შეეძლებათ.
სავარაუდოდ, ეს შეზღუდვები 15 დღე გასტანს.
ქვეყნის პრემიერს განცხადება ამ საკითხზე ჯერ არ გაუკეთებია.

