ესპანეთში, სადაც დღეს კორონავირუსის 1.200-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ამ დროისთვის დაავადებულთა რაოდენობა 4.209-ს შეადგენს.
1 დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვლილია 120 ადამიანი. დაინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევათა ნახევარზე მეტი მადრიდსა და მის შემოგარენში დაფიქსირდა.
მადრიდის რეგიონულმა ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, შაბათიდან ყველა მაღაზია დაკეტოს. იმუშავებენ მხოლოდ აფთიაქები და სუპერმარკეტები.
პრემიერმინისტრმა პედრო სანჩესმა მოსახლეობას მიმართა და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შესახებ აცნობა. შეზღუდვა ვრეცელდება ადამიანებისა და ტრანსპორტის მოძრაობაზე.
იპნ

