ერთ-ერთი მთავარი საფეხბურთო ტურნირი ევროპის ლიგა შესაძლოა ჩაიშალოს, რადგან ესპანური და იტალიური გუნდები ერთმანეთთან თამაშზე უარს ამბობენ. ხეტაფეს მილანის ინტერთან უნდა ეთამაშა ხუთშაბათს, მაგრამ ესპანურმა გუნდმა მილანში ჩასვლაზე უარი თქვა. ასევე რომა სევილიას უნდა დაპირისპირებოდა ესპანეთში, მაგრამ ადგილობრივმა ხელისუფლებამ რომას ჩასვლის უფლება არ მისცა.
ამ ყველაფრის მიზეზი კორონავირუსია, რომელიც უკვე ესპანეთსაც მოედო, ხოლო იტალია კი დაინფიცირებულების რიცხვით მსოფლიოში მეორე ადგილზეა.

