ბოლო 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსისგან ინფიცირებულთა რიცხვი 3.233-ით გაიზარდა.
ეს 357-ით ნაკლებია წინა დღე-ღამეში ზრდის მონაცემებზე, რომელმაც 3.590 შეადგინა.
სულ ინფიცირებულტა საერთო რაოდენობამ 27.980 შეადგინა.
ამავე პერიოდში კორონავირუსისგან 349 ადამიანი გარდაიცვალა.
ეს 19-ით ნაკლებია წინა დღე-ღამის მონაცემებზე, როდესაც კორონავირუსს 368 ადამიანი ემსხვერლა.
სულ იტალიაში კორონავირუსისგან 2.158 ადამიანია გარდაცვლილი.
ეს ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 7.7%-ს შეადგენს.
გასულ 24 საათში გამოჯანმრთელდა 414 ადამიანი, რაც 45-ით მეტია წინა დღე-ღამის მონაცემებზე.
სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 2.749 ადამიანი შეადგინა.
ყველაზე დიდი დარტყმა იტალიის ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ რეგიონს, ლომბარდიას, მიადგა, რომელზეც გარდაცვლილთა საერთო რაოდენობის 66% მოდის – 1.420 გარდაცვლილი.

