გასული 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსისგან 189 ადამიანი გარდაიცვალა.
ეს ციფრი ოდნავ ნაკლებია 11 მარტის მონაცემებზე, რომლებიც 196 გარდაცვლილს შეადგენს და მეტია 10 მარტის ციფრებზე – 168 ადამიანი.
ამ დროისთვის გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1.000-ს გადააჭრაბა და 1.016 შეადგინა.
კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2.651-ით გაიხარდა და სულ 15.113 შეადგინა.
სრულად გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 213 ადამიანით გაიზარდა და 1.258-ს მიაღწია.
1.153 ადამიანი ინტენსიურ მკურნალობას გადის.

