გასული დღე-ღამის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით 250 ადამიანი გარდაიცვალა

გასული დღე-ღამის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით 250 ადამიანი გარდაიცვალაგასული დღე-ღამის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით 250 ადამიანი გარდაიცვალა, რის შემდეგაც გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1.266-ს მიაღწია.

ინფიცირებულთა რაოდენობამ 2.547-ით მოიმატა.

სულ იტალიაში დაინფიცირდა 17.660 ადამიანი.

სრულად გამოჯანმრთელდა 1.439 ადამიანი.

ამ დროისთვის მკურნალობს 14.955 ადამიანი. მათ 91%-ს, ანუ 13.627 ადამიანს, დაავადების შედარებით მსუბუქი ფორმები აქვს. 9%-ს კი, ანუ 1.328 ადამიანს, რთული ან კრიტიკული მდგომარეობა აღენიშნება.