გერმანიაში კორონავირუსით 5.813 ადამიანია ინფიცირებული, გარდაცვლილია 11

გერმანიაში კორონავირუსით 5.813 ადამიანია ინფიცირებული, გარდაცვლილია 11გერმანია საზღვრებზე შეზღუდვებს აწესებს. ქვეყანა შეზღუდვებს საფრანგეთთან, ავსტრიასთან, შვეიცარიასთან შემოიღებს; ასევე ბელგიასთან, ნიდერლანდებსა და ლუქსემბურგთან.

სასაზღვრო გასასვლელებზე შეზღუდვები აღნიშნულ ქვეყნებთან სატვირთო გადაზიდვებს არ შეეხება.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულია 5.813 ადამიანი.

გამოჯანმრთელებულია 45, გარდაცვლილია 11.

დარჩენილი 5.756 ინფიცირებულიდან 5.754-ის მდგომარეობა მსუბუქი ან საშუალო სიმძიმისაა, 2-ის კი – რთული ან კრიტიკული.