ისრაელში კორონავირუსის ვაქცინაზე მუშაობა მალე დასრულდება

ისრაელში კორონავირუსის ვაქცინაზე მუშაობა მალე დასრულდებამეცნიერები ისრაელში უახლოეს დღეებში განაცხადებენ, რომ მათ დაასრულეს მუშაობა ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე.

ინფორმაციას ამის შესახებ economictimes.indiatimes.com ავრცელებს.
ისრაელის ყოველდღიური გაზეთი “Ha’aretz” სამედიცინო წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ისრაელის ბიოლოგიური კვლევების ინსტიტუტის მეცნიერებმა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი მიღწევა მოახდინეს ვირუსის ბიოლოგიური მექანიზმისა და თვისებების გაგებაში, მათ შორის სწრაფ დიაგნოზირებაშიც.

მეცნიერი აცხადებს, რომ შესაძლებელია ანტისხეულების წარმოება მათთვის, ვისაც უკვე აქვთ ვირუსი.

ამ დროისთვის, კორონავირუსი 100-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული, შესაბამისად, ინფექცია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

ნიუპოსტი