იტალიაში სიკვდილიანობის პროცენტული მაჩვენებელი შემცირდა – ბოლო 24 საათში 175 ადამიანი გარდაიცვალა, 527 გამოჯანმრთელდა

იტალიაში სიკვდილიანობის პროცენტული მაჩვენებელი შემცირდა - ბოლო 24 საათში 175 ადამიანი გარდაიცვალა, 527 გამოჯანმრთელდაიტალიაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 21.157 შემთხვევაა დაფიქსირებული. ანუ 1 დღე-ღამის განმავლობაში 3.497 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი.

აქედან გამოჯანმრთელებულია 1.966 ადამიანი, ანუ 1 დღე-ღამის განმავლობაში 527 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

გარდაცვლილია 1.441. ანუ 1 დღე-ღამის განმავლობაში 175 ადამიანი გარდაიცვალა.

დარჩენილი 17.750 ინფიცირებულის 91%-ის, ანუ 16.232-ის მდგომარეობა შედარებით მსუბუქია, 9%-ის კი, ანუ 1.518-ის, შედარებით მძიმე ან კრიტიკული.

შედარებით შემცირდა სიკვდილიანობის პროცენტი ინფიცირებულთა საერთო რაოდენობასთან შედარებით – გუშინ ის 7,16%-ს შეადგენდა, დღეს კი – 6.8%-ს.