იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ ირანის მონაცემებს გადააჭარბა. ქვეყნის სამოქალაქო დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, იტალიაში დაღუპულთა რაოდენობამ 79-ს მიაღწია მას შემდეგ, რაც ბოლო 24 საათის მანძილზე 27 ადამიანი გარდაიცვალა. ეს ჩინეთს გარეთ COVID-19-ით ფატალობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
რაც შეეხება ინფიცირებულთა საერთო რაოდენობას, იტალიაში კორონავირუსი ამ დროისთვის 2.502 პირს დაუდასტურდა. ადგილობრივი მედია აცხადებს, რომ საავადმყოფოებში ადგილების და ექიმების დეფიციტია.
ცნობისთვის, ირანის ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობა ქვეყანაში 77-ს აღწევს.
იპნ

