იტალიაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 49 ადამიანი გარდაიცვალა

იტალიაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 49 ადამიანი გარდაიცვალაიტალიაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 49 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში კორონავირუსით სულ 197 ადამიანი არის გარდაცვლილი.

ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა იტალიაში 3.916-ს შეადგენს, გამოჯანმრთელდა სულ 523 პაციენტი.

შესაბამის მონაცემებს ქვეყნის სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანჯელო ბორელი აქვეყნებს.

კორონავირუსის გავრცელების გამო, იტალიის მთელ ტერიტორიაზე სასწავლო დაწესებულებები დაიხურა სულ მცირე 15 მარტამდე, გაუქმდა საზოგადოებრივი ღონისძიებები.

რუსთავი 2