იტალიაში ჩინელი ექიმების ჯგუფი ჩაფრინდა

იტალიაში ჩინელი ექიმების ჯგუფი ჩაფრინდაჩინეთის სამედიცინო ჯგუფი იტალიაში ჩავიდა. ჩინელმა ექიმებმა ქვეყანაში სამედიცინო აღჭურვილობა, დამცავი ნიღბები და მედიკამენტები ჩაიტანეს.

სამედიცინო დახმარება 2 მილიონამდე სახის ნიღაბს და 700-ზე მეტ სასუნთქ მოწყობილობებს მოიცავს. სამედიცინო გუნდში ის ინტენსიური თერაპიის სპეციალისტები, პედიატრები და ექთნები არიან, რომლებიც ჩინეთში კრიზისისი მართვაში მონაწილეობდნენ.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლუიჯი დი მაიომ ჩინელი ექიმების ჩასვლას ქვეყანაში „ფეისბუქით“ გამოეხმაურა.

„დღეს იტალია მარტო აღარაა. მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ადამიანი მხარს გვიჭერს“,-აღნიშნა მაიომ.

შეგახსენებთ, იტალია კოვიდ-19-ისგან ჩინეთის შემდეგ ყველაზე მეტად დაზარალდა. 12 მარტის მონაცემებით, ვირუსით ქვეყანაში 15.000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო დაღუპულთა რაოდენობამ 1.000-ს გადააჭარბა.