იტალიაში გასულ 24 საათში 1.084 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 475 გარდაიცვალა

იტალიაში გასულ 24 საათში 1.084 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 475 გარდაიცვალაგასული დღე-ღამის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 4.207-ით გაიზარდა და 35.713 შეადგინა.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1.084-ით გაიზარდა და 4.025 შეადგინა.

გარდაცვლილთა რაოდენობამ 475-ით მოიმატა და 2.978 შეადგინა.

ქვეყნის ჯანდაცვის ცნობით, გარდაცვლილთა 99% კორონავირუსით ინფიცირებამდე სხვა ავადმყოფობებით იყო დაავადებული. ესენია: მაღალი წნევა, დიაბეტი, გულის დაავადებები.

გარდაცვლილთა 75%-ს აღენიშნებოდა მაღალი წნევა, 35%-ს ჰქონდა დიაბეტი, 33%-ს კი გულის დაავადებები აწუხებდა.

გარდაცვლილთა საშუალო ასაკი 79,5 წელია.