იტალიაში კორონავირუსით გასულ 24 საათში 345 ადამიანი გარდაიცვალა, რაც წინა დღეზე 4-ით ნაკლებია

იტალიაში კორონავირუსით გასულ 24 საათში 345 ადამიანი გარდაიცვალა, რაც წინა დღეზე 4-ით ნაკლებიაგასული დღე-ღამის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 3.526-ით გაიზარდა და 31.506 შეადგინა.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 192-ით მოიმატა და სულ 2.941 შეადგინა.

გარდაცვლილთა რაოდენობა 345-ით გაიზარდა და 2.503 შეადგინა. ეს წინა დღის მონაცემებზე 4-ით ნაკლებია.

ამ დროისთვის 26.062 ინფიცირებულის 92%,-ის ანუ 24.002-ის მდგომარეობა საშუალო ან მარტივია, 8%-ის, ანუ 2.060-ის – რთული ან კრიტიკული.