იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში ვირუსით გარდაცვალების 97 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შესაბამისად, იტალიაში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 463 მიაღწია.
იტალიაში კორონავირუსის 1.797 ახალი დადასტურებული ფაქტი ფიქსირდება. საერთო ჯამში კი ინფიცირებულთა რიცხვი 9.172-ს აღწევს.
იტალია მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა, ინფიცირებულთა და ვირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით ჩინეთის შემდეგ მეორე ადგილზეა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორნავირუსით ინფიცირებულია 113.754 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 62.832 პაციენტი. ვირუსს ემსხვერპლა 3.990 ადამიანი

