იტალიაში ცხოველებზე კორონავირუსის ვაქცინის გამოცდა დაიწყება

იტალიაში ცხოველებზე კორონავირუსის ვაქცინის გამოცდა დაიწყებამიმდინარე კვირის განმავლობაში, იტალიაში, ცხოველებზე ახალი ტიპის კორონავირუსის ვაქცინის გამოცდა დაიწყება. ამის შესახებ სააგენტო „ანსა“ იუწყება, რომლის ინფორმაციით, ვაქცინა კომპანია „Takis“-ის მიერ არის შემუშავებული და მისი ტესტირების უფლება ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროსგან მიიღო.

მედიასაშუალების ინფორმაციით, ეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი გამოცდა იქნება ევროპაში.

მისი წარმატების შემთხვევაში, ვაქცინის გამოცდას ადამიანებზე დაიწყებენ.

იპნ