იტალიის ჩემპიონატი 3 აპრილამდე შეჩერდა

იტალიის ჩემპიონატი 3 აპრილამდე შეჩერდაიტალიაში კოროვირუსი ძალიან სწრაფად ვრცელდება და ქვეყანაში განგაშია, რაც ბუნებრივია სპორტსაც შეეხო.  3 აპრილამდე იტალიაში ყველა სპორტული ღონისძიება გაუქმდა და იტალიის ჩემპიონატი ფეხბურთში ამ დრომდე შეჩერებული იქნება. ჯერჯერობით უცნობია თუ როგორ განვითარდება მოვლენები და ეს ვირუსის გავრცელებაზე იქნება დამოკიდებული.

ასევე უცნობია რა ბედი ეწევათ იტალიურ გუნდებს, რომლებიც ევროთასებზე ასპარეზობენ და ჩატარდება თუ არა იტალიაში ევროტურნირების მატჩები, მაგალითად იუვენტუსი-ლიონი, რომელიც 18 მარტს უნდა გაიმართოს.