ლივერპულმა ზედიზედ ორი შეხვედრა წააგო. ამჯერად ისინი ჩელსისთან დამარცხდნენ სტუმრად 0:2 და ინგლისის თასს გამოეთიშნენ. მიუხედავად ამისა, ლივერპულის მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი დარწმუნებულია რომ მისი გუნდი კრიზისს დაძლევს და ისევ მოგებებს დაიწყებს:
”რაც ხდება სასიამოვნო არ არის, მაგრამ ეს მხოლოდ რამდენიმე მატჩია და განსაკუთრებული არაფერი დაგვიკარგავს. იმედი მაქვს მალე დავიბრუნებთ ჩვეულ ფორმას, რადგან წინ მნიშვნელოვანი მატჩები გველის. აუცილებელია რომ სეზონი ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანოთ”.

